|
2018-11-26 13:04:18, 2154 ნახვა
მსოფლიო
გრიგორი კარასინი: ქერჩში მომხდარი პროვოკაცია, ანტირუსული სანქციების გამკაცრებისკენაა მიმართული
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, ქერჩის სრუტეში მომხდარი კონფლიქტი უკრაინული მხარის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. კარასინის თქმით, აღნიშნული პროვოკაცია ნტირუსული სანქციების გამძაფრებისკენაა მიმართული. "გასაგებია მიზნები - ეს ყველაფერი უკრაინის ბიძგია, რათა საომარი მდგომარეობა გამოაცხადონ, დასავლეთის ანტირუსული განწყობის მობილიზება უზრუნველყონ, რათა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრდეს. ეს ყველაფერი პეტრო პოროშენნკოს არჩევნებში მოგებას გაუმარტივებს. ეს დროში გათვლილი, დაგეგმილი პროვოკაციაა“ , - განაცხადა გრიგორი კარასინმა. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. თავის მხრივ, ევროკავშირმა და ნატო-მ რუსეთსა და უკრაინას სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდეს. გაერო-მ საგანგებო სხდომა ჩანიშნა, სადაც ქერჩის სრუტეში მომხდარი ფაქტის და სამომავლო გეგმების განხილვა მოხდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)