01:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 14:01:55, 2116 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეაში ძაღლების უმსხვილესი სასაკლაო დახურეს

სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის მწარმოებელი უმსხვილესი ფერმა დაიხურა, - ამის შესახებ CNN იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სასაკლაო ქალაქ სონამში მდებარეობდა. ყოველწლიურად აქ ასობით ათას ძაღლს ელექტროშოკით კლავდნენ. 

მედიის ცნობით, ფერმის დახურმა ცხოველების უფლებადამცველების ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ მოხდა. 

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ფერმის დახურვისთვის ვიბრძოდით, ვატარებდით გამოძიებას და ვასაჩივრებდით. ყველაზე სასტიკი სასაკლაოს სახელით ცნობილი ტეიპონი, ადგილობრივ ბაზარს ძაღლის ხორცის უზარმაზარი რაოდენობით ამარაგებდა. ფერმის დახურვა ისტორიული მოვლენაა და იმედი გვაქვს, რომ ამ ნაბიჯით, ქვეყანაში არსებული სხვა სასაკლაოების დახურვასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ცხოველთა უფლებადამაცველმა კიმ ჰიონჯიმ.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა აზიაში, სადაც ცხოველებს რეგულარულად კლავენ, იმისთვის, რომ ადამიანებმა მოიხმარონ მათი ხორცი. 

არასამთავრობო ორგანიზაცია Humane Society International ამბობს, რომ სტატიტიკურად ქვეყნის მასშტაბით 17 ათასამდე ფერმა არსებობს, სადაც 2 მილიონამდე ძაღღი ჰყავთ. უფლებადამცველების ანცხადებით, ფერმის შენობა მთლიანად დაინგრევა და მის ადგილას პარკი გაშენდება. 

BBC იტყობინება, რომ ფერმასთან ერთად დაიხურება ბაზარი "მორანი", სადაც ცხოველების ხორცი იყიდებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics