|
2018-11-22 15:38:09, 1480 ნახვა
კომენტარი
კალაძე - ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია, ჯერ აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, ალბათ ანიმაციებზე გადავა
„ზაზა ოქუაშვილი არის ამოუცნობი ფენომენი ჯერ აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, სამომავლოდ, ალბათ ანიმაციებზე გადავა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძე „ომეგა ჯგუფის“ მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკათებულ განცხადებას გამოეხმაურა. „უბრალოდ, გაუგებარია მთელი ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ზაზა ოქუაშვილს, ვერავინ გაიგო, რაში იხდიდა ფულს. 6 მილიონი ჰქონდა დავალიანება, როგორც გაირკვა და ა 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა დღემდე ვერავინ გაიგო. სამწუხაროდ, ვერც ნიკა გვარამიამ გაიგო და ვერც კვესიტაძემ. ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, დახმარებოდნენ და აეხსნათ საზოგადოებისთვის, მაგრამ თვითონაც ვერაფერი გაიგეს. ყველასთვის გაუგებარია ზოგადად, რა უნდა ამ ადამიანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)