|
2018-11-21 21:43:57, 2828 ნახვა
მსოფლიო
„ერალაშის“ ხელმძღვანელი ბორის გრაჩევშკი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ურყევი იყო
საბავშვო იუმორისტული ტელჟურნალ „ერალაშის“ სამხატვრო ხელმძღვანელის ბორის გრაჩევსკის განცხადებით, ის საქართველოში იმის გამო არ შემოუშვეს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იყო ნამყოფი. როგორც გრაჩევსკიმ "რია ნოვოსტისთან" საუბრის დროს აღნიშნა, მასთან ერთად რეჟისორი ალექსანდრ შეინი და პროდიუსერი ვლადიმერ პიროჟკო იყვნენ. "დღეს თბილისში უნდა გახსნილიყო ფესტივალი "პაემანი რუსეთთან". ჩვენ ქვეყანაში არ შეგვიშვეს, იმის გამო, რომ აფხაზეთში ვიყავით ნამყოფი. ზრდილობიანად გამოგვაცილეს, ჩაგვსვეს თვითმფრინავში და მე უკვე მოსკოვში ვარ. რა თქმა უნდა საწყენია, რადგან არასდროს ვყოფილვარ საქართველოში და ძალიან ვემზადებოდით ამისთვის. ბევრი საინტერესო რამ გვქონდა მომზადებული", - განაცხადა გრაჩევსკიმ და დასძინა, რომ ვინაიდან საქართველოში რუსეთის საელჩო არ არსებობს, ფესტივალის წარმომადგენლები შვეიცარიის საელჩოს ეკონტაქტებოდნენ, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ურყევი იყო. ცნობისთვის, რუსეთის 3 მოქალაქე, რომლებიც თბილისში „სპუტნიკის“ მიერ მხარდაჭერილ კინოფესტივალზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, ქვეყანაში არ შემოუშვეს. შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მათ მიერ ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)