|
2018-11-21 15:43:08, 1241 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში
„ჩვენ საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ტექნოპარკში", სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. „უფრო აქტიური როლი უნდა ვითამაშოთ რეგიონში. ეს როლი კიდევ უფრო უნდა დავაფასებინოთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში. არ გვიცნობენ, არ იციან, რომ მათ ვჭირდებით, არ იციან, რომ გვაქვს ის ფასეულობები, რომელიც ევროპას გადარჩენისთვის სჭირდება. ორმხრივი გზა უნდა გავაძლიეროთ და ამაში ყველა უნდა ვიყოთ ჩართული, არა მარტო მთავრობა, არამედ საზოგადოება, დიასპორა. ჩვენ გვყავს დიასპორის ჯარი და მათი არგამოყენება, როგორც ელჩებისა, არის დიდი დანაშაული და ცოდვა ქვეყნის წინაშე. დიასპორა უნდა გააქტიურდეს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეხვედრისას სტუდენტები დაინტერესდნენ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით გენდერულ თემატიკაზე. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, საქართველოში მისი კულტურით გენდერული თანასწორობა იდეოლოგიურადაა დაცული. „ქალი პრეზიდენტი თუ იქნება არჩეული, ესაა მაგალითი შემდგომი თაობისთვის. გენდერული საქმე ევროპის მიბაძვით არასამთავრობოების მხრიდან არის წამოწეული. ჩემი აზრით, საქართველოში მისი კულტურით გენდერული თანასწორობა იდეოლოგიურადაა დაცული. საქართველოში თანასწორობა არის დაცული. ქალები არიან ბევრ სექტორში წარმოდგენილი. ქალებმა გადაარჩინეს ოჯახები მძიმე პერიოდში. ამ დროს, მამაკაცებს ადაპტაციის პრობლემა ჰქონდათ, ვერ თანხმდებოდნენ ყველანაირ სამსახურს. ამ დროს არ იყო თანასწორობა. ქალისთვის უფრო ადვილია, ყველაფერს შეეგუოს, რადგან შვილები ჰყავს. ამან განაპირობა, რომ ქალები არიან ძლიერები ამ ქვეყანაში. რა პრობლემაც აქტუალური და ახალია, ესაა ძალადობის პრობლემა, ყველა იმ წნეხით გამოწვეული, რომელიც ამ ქვეყანას დააწვა. ქვეყანაა ტრავმირებული და ოჯახური ძალადობა ამის შედეგია. ფაქტია, გაიზარდა ძალადობის შემთხვევები, არ ვიცი, წარსულში რამდენად არსებობდა. ადრე ან არ იყო ან არ საუბრობდნენ. დღეს ეს სერიოზული პრობლემა მზარდია. მეორე პრობლემა, რაც რჩება, ესაა ქალები და პოლიტიკა. მეტწილად ეს განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკა არაპოპულარული სფეროა. მიჩნეულია, რომ ესაა ბინძური საქმე და ამიტომ, ქალისთვის ალბათ უფრო რთული შესაჩვევია. როცა ჩემი კამპანია დაიწყო, ტალახის დიდი ტალღა წამოვიდა. მე შვილები აქ არ მყავდა და არ მიფიქრია, რა გავლენას იქონიებდა ეს ჩემ შვილებზე. როგორ მოუწევდათ ამასთან ბრძოლა", – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ტექნოპარკში" შეკრებილ სტუდენტებს.
(NS)
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)