|
2018-11-21 15:40:31, 1201 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი: რა მხეციც არის გოგაშვილი, ის მხეცია ჩიმაკაძეც, მათი ადგილი ციხეებშიც არ არის
„რა მხეციც არის გოგაშვილი, ის მხეცია ჩიმაკაძეც. მათი ადგილი ციხეებშიც არ არის. ციხეებში ადამიანები არიან. ესენი მხეცები არიან“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „2020 NEWS“ -ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაჩალიკაშვილი კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის მისი სიკვდილის შემდეგ მიიტანეს. ამასთან, როგორც მან განაცხადა, ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გადადგებოდა. „ისინი ყველაფერზე მიდიან, თავიანთი სასტიკი დანაშაულის დასაფარად. ნორმალურ ქვეყანაში ამ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მთავრობა გადადგებოდა. ეს ადამიანები ციხის ღირსებიც არ არიან, ციხეში ადამიანები სხედან. ესენი კი მხეცები არიან. რასაც ამბობენ სუს-ის თანამშრომლები, ჩიმაკაძეც იგივეს ამბობს. თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია, ის მისი მკვლელობის მერე შემოიტანეს. იმიტომ ვიყავით ოთხი საათის განმავლობაში მძევლად აყვანილები. ბოლოს რომ ამიყვანეს, მითხრეს, წინააღმდეგობა გაგვიწიაო. საწოლს რომ შევხედე, მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. იქვე ეგდო თემირლანის ტელეფონი. ყურსასმენები სისხლშია ამოსვრილი, ყუმბარას რომ შევხედე, ერთი წვეთი სისხლი არ იყო მასზე. მას რომ ხელში სჭეროდა ხელყუმბარა, სისხლში ხომ უნდა ყოფილიყო ამოსვრილი. თემირლანი ადგილზევე იქნა მოკლული და როცა ადამიანი კვდება, მისი თითის ანაბეჭდს ვერ აიღებენ. ამიტომ ამბობენ, რომ დნმ-ის კვალია აღმოჩენილი“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა. მაჩალიკაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შემდეგ ის ხეობაში არ იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. „ესენი ყველანი ერთნი არიან. ყველას ერთად აქვთ დანაშაული ჩადენილი და ყველა ერთმანეთს აფარებს ხელს. მაგრამ ამ დანაშაულის გამო, ყველა აგებს პასუხს. ნუ ჰგონიათ, რომ ამას გაექცევიან. ყველა პასუხს გაგვცემს კანონის ფარგლებში. რაც შეეხება გოგაშვილს, ის ჩვენთან ხეობაში იმ დილას იყო ამოსული. აქამდე ჩიმაკაძეზე არ ვსაუბრობდი, თუმცა კარგად ვიცოდი, რა მხეციც არის გოგაშვილი, ის მხეცია ჩიმაკაძეც. მათი ადგილი ციხეებშიც არ არის. ციხეებში ადამიანები არიან. ესენი მხეცები არიან. იმისთვის რომ თავიანთი დანაშაული გადაფარონ, ყველაზე გაუფასურებული ქალიც რომ არ გააკეთებს, ისეთ რამეზე მიდიან, მაგრამ თემირლანის სისხლი მათ არ შერჩებათ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)