|
2018-11-21 12:56:30, 1632 ნახვა
სამართალი
„წყაროს დასახელება არც გვევალება და არც ვაპირებთ“ - ეკა გიგაური პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის გამოკითხვა მიმდინარეობს. გიგაურთან ერთად უწყებაში ადვოკატის სტატუსით გამოკითხვაზე ასევე მესამე სექტორის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძეც მივიდა. „ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავალება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ დაებეჭდათ ყალბი პირადობის მოწმობები. რა ტიპის პირადობის მოწმობები, არის თუ არა ეს ყველაფერი მასიური ხასიათის, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გაგვიჟღერებია არც განცხადებაში, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ორ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს განცხადებაში გავაჟღერეთ, ეს იყო წალენჯიხა და გარდაბანი, დანარჩენ ადგილებში რა ხდებოდა, არ ვიცით. საუბარი იყო, რომ ძველი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა შესაძლებელია რეგიონებში, ჩვენ ჩვენს განცხადებაში არ დაგვიკონკრეტებია, რა ტიპის პირადობებს გასცემენ, აქედან გამომდინარე, დასაშვებია ის, რომ რეგიონებში დაიბეჭდოს ძველი პირადობის მოწმობები“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. მისივე თქმით, კანონით წყაროს დასახელება "არც ევალებათ და არც აპირებენ, რადგან ორგანიზაციები იცავენ ადამიანის უფლებებს". ამასთან, გიგაურის განმარტებით, ის ვერც კონკრეტულ მტკიცებულებებს წარადგენს, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაცია საგამოძიებო ორგანო არ არის. ცნობისთვის, ეკა გიგაურის გარდა, საგამოძიებო ორგანოში კიდევ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია დაბარებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)