|
2018-11-20 13:31:11, 1458 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - არჩევნების შემდეგ იტყვიან, რომ ახალ დაპირებაში, ვალების გადახდას არ გულისხმობდნენ
„გუშინ ისინი გამოვიდნენ კიდევ ერთი ცრუ დაპირებით, რომლითაც უნდათ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩეველი და სიცრუით შეეცდებიან არჩევნების ბედი შეცვლას“, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზოციის - ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ახალი სამთავრობო ინიციატივა ფინანსური დავალიანების განულებაზე მმართველი გუნდის მორიგი ტყუილია. ამასთან, მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ იტყვის, რომ რიგი სესხების განულების შესახებ დაპირებაში ვალების გადახდას არ გულისხმობდა და ამ დაპირებას არ შეასრულებს. „გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და შევახსენოთ, თუ ვინ არის „ქართული ოცნება“. გვინდა შეგახსენოთ ვისთან გვაქვს საქმე. „ქართული ოცნება“ ეს არის მატყუარა ადამიანების ერთობლიობა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა მოსახლეობა თავისი დაპირებებით. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე არაერთი დაპირება აქვთ გაცემული, თუმცა არა შესრულებული. მაგალითისთვის კომუნალური გადასახადებების გიაფება, რომელსაც ისინი გვპირდებოდნენ და ისინი პირიქით გაძირდა, გაზის გაიაფებას სამჯერ გვპირდებოდნენ, ისინი გვპირდებოდნენ ნულოვან კრედიტებს. გუშინ ისინი გამოვიდნენ კიდევ ერთი ცრუ დაპირებით, რომლითაც უნდათ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩეველი და ფიქრობენ, რომ სიცრუით შეეცდებიან არჩევნების ბედი შეცვლას. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვმართო და ვთქვა, ხალხო, ამ მატყუარებს ერთადერთი რამ უშველის, თქვენი ხმა და თქვენი ხმა არის ამომრჩევლის ბიულეტენი, რომლითაც არჩევნებზე მიდიხართ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ სიცრუეზე, რომელიც მათ გუშინ განაცხადეს, არ წამოეგებით, რადგან მათ არაერთგზის მათ უკვე თქვენი მოტყუება სცადეს და გამოუვიდათ წინა არჩევნების პრაქტიკას თუ ავიღებთ. მაგრამ ახლა დადგა დრო, რომ ამ სიცრუისთვის მათ ერთხელ და სამუდამოდ პასუხი აგონ. წინადადება იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერავინ ვერ გაიგო საერთოდ ვისზე ვრცელდება ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში რა შეიცვლება ამ ქვეყანაში. კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ მათ უნდათ, ეს ყველაფერი განხორციელდეს არჩევნების შემდგომ. მე დარწმუნებული ვარ, დეკემბერში გამოვლენ და იტყვიან, რომ სხვა რაღაცას გულისხმობდნენ. მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსოებმა უარი უთხრეს და ა.შ. მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი სიცრუის ფასად შეინარჩუნონ ხელისუფლება. მოგმართავთ ამომრჩევლებს, კიდევ ერთხელ, ნუ წამოეგებით ამ სიცრუეზე“, - განაცხადა ვაშაძემ.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)