|
2018-11-17 16:35:56, 6197 ნახვა
ევროპის ამბები
ზურაბიშვილი - ყველაზე რთული იქნება, როგორ უნდა შევასრულო ის დაპირება, რომ ვიყო ყველას პრეზიდენტი
„ყველაზე რთული იქნება, როგორ უნდა შევასრულო ის დაპირება, რასაც აქაც გიმეორებთ, რომ ვიყო ყველას პრეზიდენტი ხვალ. ესე იგი, უნდა დავივიწყო ყველაფერი, ყველას ცილისწამება, ყველა მუქარა ჩემს მიმართ, ჩემი შვილების მიმართ, ყველა ის უსამართლობა, რაც იყო ნათქვამი არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ბაბუაჩემზე, ვის გაახსენდა, რომ თურმე თარგმნა საუკუნის დასაწყისში იტალიური ნოველა ქართულად. ამაში რა არის ცუდი? ნოველას ჰქონდა „ქაჯი“ თურმე სათაურად. ეს თურმე საქილიკო საქმეა, მაგრამ მე ვთვლი, რომ საამაყოა, რადგან ევროპული ლიტერატურა შემოჰქონდა საქართველოში. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და შემოვიყვანთ იმ ევროპულ ლიტერატურას და ჩვენც გავალთ ევროპაში. სულ ვფიქრობთ, ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რას მოგვიტანს ეს მთავრობა, ან ის მთავრობა, ან ევროპა და ხელგაშლილი ვდგევართ, ველოდებით ან ვამბობთ რა გვეშველება. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ერთად ვთქვათ - გვეშველება. ვუშველით ჩვენ თავს და არა მხოლოდ ვუშველით, ჩვენ ევროპაშიც გვაქვს სათქმელი, იქ გვაქვს მისატანი თუნდაც ის ტოლერანტობა, რაც გვაქვს ამ ქვეყანაში. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)