|
2018-11-14 18:05:46, 1505 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში ჟესტური ენის გამოყენებით პირველი სერვისი გაიცა
დღეს იუსტიციის სახლმა, თავისი არსებობის მანძილზე პირველად, სერვისი ჟესტურ ენაზე გასცა. ჟესტურ ენაზე მომსახურება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იუსტიციის სახლის რამდენიმე ათეულმა ოპერატორმა, სპეციალური სწავლების პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომზადება გაიარეს. იუსტიციის სახლის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ამით კიდევ უფრო მეტად ადაპტირებული გახდა. იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ორგანიზაციაში არაერთი ინიციატივა ხორციელდება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სახელმწიფო სექტორის მომსახურების ხარისხი. იუსტიციის სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გამარტივება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ამჟამად, პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის" ფარგლებში, ოპერატორებს სპეციალური გადამზადება მიმდინარეობს, ისინი სწავლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სფეროში გადიან. აღნიშნული სწავლებით მონაწილეები შეიძენენ ცოდნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ეფექტიანი მომსახურებისა და მათთან კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების თაობაზე. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სახლის წინა ხაზის თანამშრომლების გადამზადება ოქტომბერიდან ხორციელდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გაუმჯობესებული სერვისები გადამზადების კურსს საერთო ჯამში წლის ბოლომდე 750 თანამშრომელი გაივლის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)