|
2018-11-14 17:27:49, 1395 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: ევროპარლამენტის შეფასებები იძლევა საფუძველს, რომ ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა იქნება უაღრესად წარმატებული
სკანდინავიურ ქვეყნებში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა. დავით ზალკალიანის განმარტებით, ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები, დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით არის უაღრესად წარმატებული. „მივესალმებით ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც მიღებულ იქნა სტრასბურგში. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები, დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით არის უაღრესად წარმატებული. ჩვენ ვართ შეფასებული რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, როგორც კაშკაშა ვარსკვლავი დემოკრატიული რეფორმების და პოლიტიკური რეფორმების განხორციელების კუთხით. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღო უმაღლესი შეფასება ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს მართლაც სამაგალითო შესრულება ყველა ძირითად მიმართულებაზე. ეკონომიკური განზომილებით, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. უკანასკნელი არჩვენების პირველი ტურიც, რომელიც ჩატარდა , იყო კიდევ ერთი დასტური და გამოვლინება , რომ საქართველო მტკიცედ და თანმიმდევრულად დგას დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და განმტკიცების გზაზე. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და კიდევ ერთი აღიარება საქართველოსი და იმ შრომის და საქმიანობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება, დიპლომატიური კორპუსი, აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტი საქართველოს რაც შეიძლება უკეთ წარმოჩენის თვალსაზრისით საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. რაც მთავარია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და შედეგმაც არ დააყოვნა, რადგანაც ჩვენ გვაქვს მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში დაგეგმილ სხდომასაც გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ევროპის საბჭოში, ოკუპაციასთან დაკავშირებულ პროცესებზე, ასევე იქნება ანგარიში და ისეთი მკაფიო შეფასებები გაკეთდება, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია. დავით ზალკალიანმა თავის კომენტარში, ასევე ხაზი გაუსვა, 21 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილი უმაღლესი ფორმატის შეხვედრას, რომელიც გაიმართება საქართველოს მთავარობის მეთაურის და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. მისი თქმით ევროპარლამენტის მხრიდან გამოთქმული მაღალი შეფასებები კარგ საფუძველს იძლევა იმისათვის რომ 21 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა ასევე იყოს წარმატებული. „ასევე ველით, რომ დღეს გვექნება მნიშვნელოვანი შეფასებები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე, სადაც გაკეთდება განცხადება და საქართველოში მიმდინარე პროცესები, კერძოდ ოკუპაციასთან დაკავშირებულ პროცესებზე იქნება უაღრესად მკაფიო განცხადებები, ისეთი განცხადებები, რომელიც ჩვენ მანამდე არ გვქონია. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკა დეოკუპაციასთან მიმართებაში , ჩვენი პოლიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის კუთხით სწორი და უალტერნატივო. ყველაფერი ეს, მე განსაკუთრებით მაიმედებს და კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ 21 ნოემბერს, როდესაც უპრეცედენტო ფორმატში საქართველოს მთავრობა შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს და კომისრებს, ეს შეხვედრა იქნება უაღრესად ნაყოფიერი. მინდა ვთქვა, რომ ეს არის პირველი შეხვედრა , მსგავსი ფორმატი არ გააჩნია არც ერთ აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანას. მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში იქნა ეს ფორმატი დაფუძნებული. განსაკუთრებულად ემზადება საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით , სადაც ჩვენ წარვდგებით, ახალი ინიციატივებით. ეს ინიციატივები იქნება მომავალზე ორიენტირებული. ჩვენ არ გვექნება მხოლოდ ანგარიში ევროკავშირის მიმართ. ჩვენ გვექნება მომავალზე გამიზნული ხედვა, რომელიც სექტორალური თვალსაზრისით კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან და ამ პროცესს, საქართველოს ევროპეიზაციის პროცესს გახდის შეუქცევადს", - განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)