|
2018-11-14 16:07:45, 1349 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გიორგი გახარიასთან გამართა
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნული ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გიორგი გახარიასთან გამართა. გიორგი გახარიამ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მინისტრმა გახარიამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში. გიორგი გახარიამ როს უილსონს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო. როს უილსონმა ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობის შესრულება 2018 წლის 8 ნოემბერს დაიწყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)