16:53 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 15:48:21, 1608 ნახვა

კომენტარი
​კალაძე Edison Research-ის კვლევაზე: 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება

„Edison Research-ის კვლევით ზურაბიშვილი საერთოდ მესამე ადგილზე იყო, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განცხადა.

თბილისის მერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, Edison Research-ის კვლევას გამოეხმაურა და ორგანიზაციის კვლევებს უნდობობა გამოუცხადა.

ამასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე არჩევნების თარიღიც დაასახელა.

„გაკეთებული იყო მიზანმიმართულად, რომ რეზოლუცია რომელიც გუშინ იქნა გაჟღერებული ევროპარლამენტში, ეს გადაეფარათ, თუმცა რამდენად გამოუვათ, ეს არ ვიცი. კვლევებს რაც შეეხება, ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე, საზოგადოების აზრზე მანიპულირება. ჩვენ თუ გადავხედავთ, ყველა წლების განმავლობაში, თუ როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და აწვდიდნენ მოსახლეობას და რა შედეგებს ვიღებდით არჩევნების შემდეგ. იყო კვლევა გამოქვეყნებული თქვენს მიერ, ამ კომპანიის მიერ, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ მესამე ადგილზე იყო, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics