|
2018-11-14 14:59:53, 1241 ნახვა
საზოგადოება
სფეისის განახლებული ვერსია - რა შეცვალა სრულად ციფრულმა ბანკმა?
6 თვის წინ ქართულ საბანკო სივრცეში პირველი სრულიად ციფრული ბანკი სფეისი გამოჩნდა, რომელმაც მომხმარებლის ყურადღება სწრაფად მიიპყრო. „სფეისის გუნდში ვცდილობთ, შევქმნათ ყოველდღიური ბანკინგის სრულიად ახლებური სერვისი, მომავლის ციფრული ბანკი, რომლის განვითარების მთავარი მონაწილე თავად მომხმარებელია. სწორედ ამიტომ, აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში ყველა ცვლილება განხორციელდა მათი კომენტარების და მოთხოვნების“ - ამბობს „სფეისის“ პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე. ოქტომბერში აპლიკაციის განახლებული ვერსია გამოვიდა, სადაც სწორედ მომხმარებლის მოთხოვნები აასრულა სფეისმა: • შესაძლებელი გახდა პასპორტით რეგისტრაცია • ინდ. მეწარმეებს მიეცათ საშუალება აპლიკაციის მოხმარების • დაემატა საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის ფუნქცია • უკვე გამოჩნდა ტრანზაქციების ისტორია • გამარტივდა სესხის აღების პროცესი და ასევე ბარათის გააქტიურების. ამ სიახლესთან ერთად სფეისმა დაასრულა ბეტა ტესტირების ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ საინტერესო სიახლეების რაოდენობა კიდევ მოიმატებს. რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკი მიზანია გახდეს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიმწოდებელი. სფეისით შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება: • დისტანციურად ანგარიშის გახსნა; • ბარათის შეკვეთა უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით; • ნებისმიერი ბანკის ბარათის მიბმა; • ბარათებს შორის თანხის მომენტალური გადარიცხვა 24/7; • კომუნალურების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება და სხვა ტიპის გადახდები; • მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით თანხის გადარიცხვა; • sesxebi რამდენიმე წუთში წინასწარ დამტკიცების გარეშე; სფეისის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-დან, ისე Google Play-დან. ვებ-გვერდის მისამართია: space.ge
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)