|
2018-11-12 22:30:06, 1462 ნახვა
კომენტარი
არველაძე: მზად ვართ კანონპროექტი ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ განსახილველად პარლამენტში წარვადგინოთ
ანტიდემპინგური კანონპროექტის საჭიროების საკითხები განიხილეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე მონაწილეობდა. კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო შპს „რუსთავის ფოლადის" გენერალური დირექტორი, ნუგზარ კაჩუხაშვილი, რომელმაც მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საქართველოში არმატურის წარმოების განვითარებას ხელს უშლის უცხო ქვეყნიდან იმპორტირებული არმატურა, რომელიც, ნუგზარ კაჩუხაშვილის შეფასებით, დემპინგურ ფასებში იყიდება. სწორედ დემპინგის შეფასების კრიტერიუმებისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების საჭიროების საკითხი გახდა დეპუტატების, მთავრობის წევრების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტების მსჯელობის მთავარი საგანი, რომელიც, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ყველა მხარის ჩართულობით კვლავ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება. როგორც გენადი არველაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ თავის დროზე მომზადებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ და მთავრობას აქვს მზადყოფნა, რომ თუ კონსენსუსი შედგება და იქნება უმრავლესობის გადაწყვეტილება, კანონპროექტი განხილვისთვის წარდგენილი იყოს საქართველოს პარლამენტში. „კანონპროექტის ინიცირებამდე ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციების რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს პროცესში და საზოგადოებაში არსებობდეს კონსენსუსი, არის თუ არა რეალურად ეს კანონი საჭირო ქვეყანაში. თუ ასეთი დაკვეთა მოდის საზოგადოებიდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, მოვახდინოთ აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა საქართველოს პარლამენტში" - აღნიშნა გენადი არველაძემ. არველაძის თქმით, დღეს მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას დაზუსტებით თქვას, ხდება თუ არა დემპინგურ ფასებში რომელიმე იმპორტირებული, ან ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის გაყიდვა, რადგან არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა. „აქვე მინდა ავღნიშნო, რომ 15 ნოემბრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს კონტროლს უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსების კუთხით. პირველ ეტაპზე, რეგულაცია გავრცელდება ოთხი სახის სამშენებლო პროდუქტზე, ესენია: არმატურა, ცემენტი, პლასტმასის მილები და ელექტროკაბელები. ამ პროდუქციაზე საბაჟო კონტროლი იქნება იმპორტის კუთხით, ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ მოხდება ზემოთხსენებული ადგილობრივი თუ იმპორტირებული პროდუქტის სახეობების კონტროლი და ზედამხედველობა, რაც გულისხმობს ლაბორატორიულ კვლევებს, ევროსტანდარტებთან შესაბამისობას და ა.შ.
(NS)
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)