|
2018-11-12 17:21:55, 1888 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ კრიმინალური, ბინძური ძალაა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მომავალი
"აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პირდაპირ ვიტყვი - კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა" საუბრობს მაღალ მატერიებზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობას" არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მისივე შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგია საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის სრული ოკუპაცია. „უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ დანაშაულის შედეგია ძალიან მძიმე - სრული ოკუპაცია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის, შეგახსენებთ დანაშაულებს: ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ათი ათასობით ახალი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასობით დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი. თქვენი დანაშაულის შედეგია ეს ყველაფერი და ამას თქვენ უწოდებთ „შეცდომას". ეს არის თქვენი დანაშაული, რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ, როდესაც თქვენ მხარი დაუჭირეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. უკვე 5 პასუხი მიიღეთ და მიიღებთ კიდევ ერთ პასუხს. ეს არის უმძიმესი კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა. ეს იყო ერთერთი დანაშაული, რაც მე ვთქვი, როდესაც მან ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიული სცენარის განხორციელებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „ეს იყო მარტო ერთერთი დანაშაული". მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში და ამის გარანტი ქვეყანაში ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემაა. „ჩვენ გვახსოვს უამრავი სხვა დანაშაული: ადამიანების წამება, მამაკაცების გაუპატიურება. ეს უბედურება არის ის, რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ". ეს არის მათი სახე. მათ არ აქვთ სარკეში ჩახედვის რესურსი, მათ არ შეუძლიათ, შეხედონ საკუთარ თავს სარკეში და ამიტომ ვერ აღიქვამენ იმას, სადაც არიან და არიან იქ, რაც თქვა გვარამიამ. ზუსტად თქვა, არიან ნაციონალები - ეს არის ზუსტი დახასიათება იმ მდგომარეობისა, რა მდგომარეობაშიც არის დღეს „ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა" იქვე დარჩეს სადაც თქვა ნიკა გვარამიამ. ეს აუცილებლად შესრულდება და იქნება ასე. ეს არის კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში და ამის გარანტია არის, ბუნებრივია, ის დემოკრატიული სისტემა, რომელიც არის ჩვენთან ჩამოყალიბებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)