09:54 - 10 Oct, 2026
|
2018-11-12 15:16:26, 1190 ნახვა
საზოგადოება
შანიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში, შანიძის ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შეკეთდა და მოასფალტა საფეხმავლო ზონები, რომლის გასწვრივ, 1200 გრძივი მეტრი ბაზალტის ბორდიური მოეწყო. ასევე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. ამ ეტაპზე, სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანობაში, 5600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 250 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების მიმდინარეობას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო. გზის კეთილმოწყობა შანიძის ქუჩაზე ერთ კვირაში დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)