|
2018-11-12 14:45:22, 1049 ნახვა
საზოგადოება
ISFED-ი შსს-ს სალომე ზურაბიშვილის მიმართ მუქარაზე სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დროულად და ეფექტიანად მოახდინოს რეაგირება და მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს სალომე ზურაბიშვილის მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტი. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი ტიპის მუქარა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ''სამართლიანი არჩევნები'' ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 9-10 და 11 ნოემბერს მას და და მის შვილებს, sms და ხმოვანი შეტყობინებებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. კანდიდატის განცხადებით, მუქარა რეალურია, ვინაიდან, მისი თქმით, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც ყოფილი სამხედროები, რომლებიც, საკუთარი სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებულნი არიან ''ნაციონალურ მოძრაობასთან''. მუქარა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად და ეფექტურად მოახდინოს რეაგირება და მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს სავარაუდო მუქარის ფაქტი. ''სამართლიანი არჩევნები'' აქამდეც შეშფოთებას გამოხატავდა პოლარიზებული საარჩევნო გარემოსა და მზარდი აგრესიული რიტორიკის გამოვლენის ფაქტებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისა და განცხადებისაგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საარჩევნო გარემოსთვის ძალადობრივი ფონის შექმნა", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)