|
2018-11-12 14:35:56, 1285 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ნაძვის ხესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მოსახლეობასთან ერთად მივიღებთ
„დეკემბერში მივიღებთ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი, რას მოიმოქმედებს მერია, რადგან ქალაქში 10 დეკემბრიდან საახალწლო სამზადისი უნდა დაიწყოს. „წერილი რომელიც შემოიტანა ზაზა სარალიძემ ვიყავით ვალდებულნი სამი დღის განმავლობაში პასუხის გაგვეცა. გვქონდა ეს ვალდებულება იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბრის თვეში. შესაბამისად წერილში არის მოცემული, რომ 15 დეკემბრს არის ნაძვის ხის ანთება და ეს არის ტრადიცია, ეს კახა კალაძის ან თბილისის მერიის მოგონილი არ არის, ეს არის ტრადიცია და ამ ღონისძიებებს სჭირდება მომზადება. ჩვენ ვსაუბრობთ დეკემბრის თვეზე დაელოდეთ, გადაწყვეტილებას რომელსა მიიღებს დედაქალაქის მთავრობა მერთან ერთად და საზოგადოებასთან ერთად ცნობილი იქნება თქვენთვის. დაელოდეთ ერთი თვე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)