|
2018-11-11 12:13:59, 1557 ნახვა
საზოგადოება
გახარია: კარავი არასოდეს ყოფილა თვითმიზანი, პოლიცია გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც გახარიამ აღნიშნა, შსს ყოველთვის აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. “ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით და ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მოვლას. ჩვენი მიზანია განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიცაზის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე როგორც ვიმოქმედეთ- მივიღეთ გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავთ საჭიროზე უფრო მეტ კარავს. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მოანაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გავაკთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს რომელიც ჩვენს ხელთ არის, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს. მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას - უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, პირველ რიგში აქციის მონაწილეების. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)