|
2018-11-10 21:13:41, 1426 ნახვა
საზოგადოება
ბაღდათში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფების მობილიზება მოხდება
ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფების მობილიზება ხვალ, დილიდან მოხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა. "სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს. ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხვალ, დილიდან მოახდენს მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფების მობილიზებას. ადგილზე რჩება 55 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის 20-ზე მეტი თანამშრომელი. მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)