|
2018-11-10 20:23:55, 1108 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს პარლამენტთან აქციაზე მივიდეს [LIVE]
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. შვილმოკლული მამა ითხოვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდეს. "მივმართავ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი გახდეს - მოვიდეს აქ და ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს. ხომ უნდა პრეზიდენტობა? მოვიდეს აქ და ჩვენ, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს დაგვეხმაროს იმ კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. მოვიდეს და პირადად დაგვეხმაროს კარვის გაშლაში", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსთაველის გამზრიზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილებს კარვის გაშლა უნდოდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. აქცია მესამე სექტორის ორგანიზებით მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილზე 2 კარავი მიიტანეს. როგორც NGO-ები აცხადებენ, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამეს გაათევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)