|
2018-11-10 17:08:27, 1578 ნახვა
კომენტარი
გახარია - განათლება და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის სფერო, რითაც ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი გავხდებით
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში ვიზიტისას, სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას ესტუმრა, სადაც კონფერენციას „გამოცდილების გაზიარება თანამედროვე სკოლის განვითარებისთვის“ დაესწრო. როგორც მინისტრმა ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ განათლება და ცოდნაძე დაფუძნებული ეკონომიკა არის სფერო, სადაც ქვეყანა შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი გახდა. „ჩვენი ქვეყნის ათი საუკეთესო მასწავლებლიდან ერთი გახლავთ ამ სკოლის, სენაკის მასწავლებელი, რომლის მიღწევებიც ქვეყნის მასშტაბით იქნა აღიარებული. მე მახსოვს სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ზუგდიდში, სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ, როდესაც მათი ინოვაციური პროექტი წარადგინეს. ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც ნასაშიც დამსახურებული აღიარება ჰპოვეს. ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც ეკლესია და სახელმწიფო მსგავს უწყებებთან თანამშრომლობენ ისე ეფექტურად, როგორც ეს ხდება აქ, სენაკში, ამ კონკრეტულ სკოლაში, რა თქმა უნდა, ეს არის ღირსშესანიშნავი მიღწევა ორივე ინსტიტუციისათვის. ჩვენი ახალგაზრდების განვითარება, მათი ცოდნა, მათი კომპეტენცია შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეკლესია და ამ ახალგაზრდების ინოვაციური მისწრაფებები იქნება გაერთიანებული. მე მინდა, ამ სკოლას, სენაკს, სამეგრელოს და მთლიანად საქართველოს ვუსურვო, რომ მაქსიმალურად მეტი მსგავსი სკოლა იყოს, იმიტომ რომ, ეს არის იმ სინერგიის ძალა, რომელმაც ჩვენ წარმატებული ახალგაზრდები უნდა მოგვცეს. მხოლოდ და მხოლოდ - განათლება და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ გარღვევას, სადაც ჩვენს ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ გავხდებით ევროპული სახელმწიფოების, თანამეგობრობის ღირსეული წევრი“.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)