|
2018-11-10 16:09:00, 2068 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე: ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო მედიის დღის წესრიგში უნდა დავაყენოთ
„ოკუპაციის საკითხი უნდა დავაყენოთ საერთაშორისო მედიის დღის წესრიგში, ხმა უნდა მივაწვდინოთ ყველას, რომ დედამიწის ამ წერტილში ხდება ძალიან ცუდი რამ“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. ჯაფარიძის თქმით, ოკუპანტის ნებისმიერ ქმედებას საქართველოს მხრიდან მწვავე რეაქცია უნდა მოჰყვეს. „ჩემი აზრით, ნებისმიერ ასეთ ქმედებაზე რუსეთის მხრიდან უნდა მოჰყვეს მწვავე რეაქცია და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ათასში ერთხელ რაღაც განცხადებები აკეთო, რომ რუსეთი ჩვენს ტერიოტირიაზე ე.წ. ბორდერიზაციას ახორიციელებს და ა.შ. ეს საკითხი სერიოზულად უნდა დააყენო და რაც მთავარია, გულრწფელად უნდა გააკეთო და მე რასაც ვუყურებ გულწრფელად ხელისუფლება ამას არ აკეთებს. არის მაინც რაღაც ისეთ რეჟიმში, ვაიდა რუსები არ გავაღიზიანოთ, ხო ვხედავთ ახლა, რომ არ მუშაობს ეს მიდგომა. მეორე კი, მგონია მოსაფიქრებელია რამე ისეთი, რაც ამ პრობლემას დააყენებს საერთაშორისო მედიის დღის წესრიგში. ხმა უნდა მივაწვდინოთ ყველას, რომ აქ დედამიწის ამ წერტილში ხდება ძალიან ცუდი რამ. სამწუხაროდ არავინ ამაზე არ ფიქრობს. უბრალოდ აქ ჩამოსვლა გაპროტესტება არაფერი არ არის“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ცნობისთვის, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეებმა მცოცავ ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად საოკუპაციო ხაზ მიღმა მყოფ ე.წ. მესაზღვრეებს და რუსული ტელევიზიის წარმომადგენლებს უკანალები აჩვენეს. აქცია პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ და მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ ორგანიზებით ჩატარდება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)