23:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 15:17:38, 3680 ნახვა

საზოგადოება
საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეებმა ოკუპანტებს უკანალი აჩვენეს [LIVE]

სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეები მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფ ე.წ. მესაზღვრეებს და რუსულ ტელევიზიას უკანალი აჩვენეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, მსგავსი ტიპის აქციები რაც შეიძლება ხშირად უნდა გაიმართოს, რათა მავთულხლართების გადმოწევა აღარ მოხდეს.

„ძალიან კარგია, რომ მსგავსი აქცია მოეწყო. შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა მოვიდეთ ე.წ. საზვართან და შევახსენოთ საზღვრისპირა მყოფ პირებს, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ასეთი აქციები თუნდაც იმის გამო უნდა გაიმართოს, რომ ოკუპანტებმა მავთულხლართები  აღარ გადმოწიონ. ასეთი აქციები უნდა იმართებოდეს გულწრფელი ადამიანების მიერ, რადგან მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

გარდა ამისა აქციის მონაწილეებმა მავთხულხლართებთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და რუს ოკუპანტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ცხინვალი საქართველოა.

ისინი ასევე სკანდირებენ: „არა რუსულ ოკუპაციას“, „რუსეთი ოკუპანტია“, „გაეთრიეთ ქართული მიწიდან ოკუპანტებო“, „ცხინვალი საქართველოა“ და ა.შ.

აქცია პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ და მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ ორგანიზებით ტარდება.

აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავენ.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics