|
2018-11-10 11:23:59, 1150 ნახვა
საზოგადოება
თიანეთის გზატკეცილიდან მაისურაძის I შესახვევამდე გზის საფარი ეწყობა
გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილიდან მაისურაძის I შესახვევამდე, ზაქარია მაისურაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და 1 500 კვ. მეტრ ფართობზე ტროტუარი მოეწყო. ამჟამად, დაახლოებით, 6 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. სამუშაოებს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „როუდ სოლუშენი“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 644 725 ლარია გამოყოფილი. გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ასევე, პატარა ტბის მიმდებარე ქუჩების - ტიხონოვის, წინამძღვრიშვილის, გულისაშვილის, მარჯანიშვილისა და ბარათაშვილის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგდა. მომავალ წელს, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)