|
2018-11-10 10:30:44, 858 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მისი თქმით, პარასპორტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხმარება. "მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ტარდება ასეთი საერთაშორისო შეჯიბრი, სადაც ძალიან ბევრი წარმომადგენელია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პარასპორტი, რაც მაგალითია, ყველა იმ ადამიანისთვის, შშმ პირებისთვის, რომლებიც ცხოვრებას უყურებენ იმედიანად, როცა ხედავენ მათ წარმატებას. ეს არის გზა, შესაძლებლობა იმის, რომ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები გახდნენ. სპორტის და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების, მომხრე ვარ და მომავალშიც ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მხარს დავუჭერ ყველა კუთხით და ყველა ფორმით, რასაც შევძლებ და გარკვეულწილად პარასპორტის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა,რომ ამ ქვეყანაში შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია მოვახდინოთ, რაც დღემდე არ არის",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)