|
2018-11-09 17:36:31, 1004 ნახვა
საზოგადოება
10 ნოემბერს თბილისში „ქუჩის მუსიკის დღე“ გაიმართება
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ორგანიზაცია - „დრონისა“ და „ქუჩის მუსიკის“ ორგანიზებით, 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და დედაენის ბაღში, მსმენელის წინაშე 150-მდე ქართველი მუსიკოსი წარსდგება. მუსიკოსები, თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, 15:00-დან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. პროექტის მიზანი ქუჩის მუსიკით დაინტერესებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ახალი შემსრულებლების აღმოჩენა და ქუჩის მუსიკის პოპულარიზაციაა. ქუჩის მუსიკის ფესტივალი 2007 წელს ლიტვაში დაარსდა. მომდევნო წლებში, ფესტივალს ევროპის სხვადასხვა ქვეყანა შეურთდა და ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება. საქართველოში ქუჩის მუსიკის ფესტივალი 2012 წლიდან ტარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)