|
2018-11-09 17:37:58, 954 ნახვა
საზოგადოება
უკრაინის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანი სააგენტოს საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების გაცნობა იყო. დელეგაციას უკრაინის სახელმწიფო მდივნის ხელმძღვანელობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ცარციძე და იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი შეხვდნენ. მათ სტუმრებს დეტალურად გააცნეს საჯარო რეესტრის ელექტრონული სერვისები, გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება. საუბარი შეეხო ასევე ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ იმ რეფორმებს, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს ბიზნესის წარმოების საერთაშორისო რეიტინგში (Doing Business Ranking).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)