|
2018-11-09 17:34:16, 952 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში 43-მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედელი შენდება
ნაძალადევის რაიონში, თმოგვის II შესახვევის N23-ში გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულ მისამართზე ნაყარი მიწის ჩამოშლის შედეგად, 43 მ სიგრძისა და ექვსი მ სიმაღლის კედლის მოწყობა გახდა საჭირო. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. „ვასრულებთ ერთ-ერთი ყველაზე რთული კედლის მშენებლობას. მოსახლეობის უსაფრთოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება. მიწის ჩამოშლის შემდეგ, ტერიტორია მეწყერსაშიში გახდა. არსებული პროექტის შეცვლა და სამუშაოების მოცულობის გაზრდა მოგვიწია. საბოლოოდ, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც მოსახლეობის ინტერესში შედიოდა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. თომგვის II შესახვევში კედლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 171 607 ლარს შეადგენს. აღნიშნული მისამართის გარდა, მიმდინარე წელს, რაიონის მასშტაბით, ათი საყრდენი კედელი აშენდა, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 579 394 ლარი გამოყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)