|
2018-11-08 15:42:37, 1079 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ბახტაძე: 2000-მდე დევნილი ახალ საცხოვრებელ ბინას მიიღებს
დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია 90 მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ 2000-დე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას ამ პროგრამის ფარგლებში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თანხები განკუთვნილია როგორც ახალი ბინების მშენებლობისათვის ასევე, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოსასყიდად. „დარეგულირდა ბინების განაწილების რიგითობა, რომელიც ძალიან მტკივნეული პროცესი იყო. მოგეხსენებათ, რომ გაუქმებულია 2009 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა თბილისში დევნილებისთვის ახალ მშენებლობებს. ჩვენ შევცვალეთ ეს დისკრიმინაციული მიდგომა. მთავრობა დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს ქართველი მენაშენეებისგან კონკურსის წესით შეისყიდის და მომავალ წელს ახალ ბინებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები დევნილები მიიღებენ. დღეისათვის უკვე შესყიდულია და 342 ოჯახი მალე თბილისში მიიღებს საცხოვრებელ ფართობს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხის მობილიზაციიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყო ვიდრე 2018 წლის სასტარტო ბიუჯეტში, გაჩნდა შესაძლებლობა, კაპიტალური ხარჯებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ კუთხით წელს დამატებით მოხდება 20 მილიონი ლარის მობილიზება, რაც მიმართული იქნება დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. მთავრობის მეთაურის თქმით, გრძელდება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართობის დაკანონების პროცესიც. „აქ ხშირ შემთხვევაში პროცედურები და კანონმდებლობა იყო მოუქნელი. და ეს საკითხი უმოკლეს ვადაში დარეგულირდება. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ 2013 წლიდან უკვე 17 162 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)