|
2018-11-08 14:27:45, 1144 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის კუთხე 12 იუსტიციის სახლში მოეწყო
ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მუდმივად ფართოვდება. სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უკვე იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელია. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს სხვა სერვისების პარალელურად, გაიგოს თაისი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში. სკრინინგის კუთხე საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლშია მოწყობილი. პროცესის მიმდინარეობას დღეს პირადად გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. სიახლეებია დაფინანსების კუთხითაც, პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება პირველი-კონფირმაციული ტესტი და გენოტიპირების ანალიზი. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვისა და ვეტერანებისთვის მოქმედებს 70%-იანი თანადაფინანსების სისტემა. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელებშიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ. პროცესში ასევე, ჩართულია ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის- ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტში უკვე ჩართულია 8 პირველადი ჯანდაცვის და 3 ზიანის შემცირების ცენტრი. სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 1 თვისა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 50000-ზე მეტი ბენეფიციარი. მკურნალობაში ჩაერთო 49000-ზე მეტი ადამიანი. მკურნალობა დაასრულა 45000-ზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი 98,3%-ია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)