|
2018-11-08 13:32:11, 1267 ნახვა
საზოგადოება
უცხოელმა ექსპერტებმა მინდელის შახტის შესწავლა დაიწყეს
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ოთხკაციანმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ექსპერტებთან ერთად შახტაში არსებულ ვითარებას შეისწავლიან. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, სამუშაო პროცესი 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასკვნა ამ დროისთვის იქნება ცნობილი. ექსპერტები დოკუმენტაციას შეისწავლიან, ასევე, უბედური შემთხვევის ადგილს და მთლიანად შახტს დაათვალიერებენ. კომპანია "საქნახშირის" დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, თანამშრომლობისთვის და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიწოდებისთვის მზად არიან. ჯამბულ ჯაყელი ვარაუდობს, რომ დასკვნის დადების შემდეგ სამუშაო პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება. მანამდე კი სახელფასო ანაზღაურებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შახტაში არსებულ ვითარებას გერმანული კომპანია "დიემტი" და ქართული კომპანია "საფკო" შეისწავლიან.
ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)