|
2018-11-07 16:41:48, 2183 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის წესს დისკრიმინაციულად მიიჩნევს
სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ მთავრობის დადგენილების ის ნორმა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ნაწილს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლებას მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ აძლევს. „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ნებისმიერი პირისთვის გათვალისწინებული იყო 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რომელიც 2009 და 2012 წლებში დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებებით, მხოლოდ და მხოლოდ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს შეუნარჩუნდათ. ამგვარი შეზღუდვა მხოლოდ იმ მებრძოლებზე გავრცელდა, რომლებმაც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად, შესაბამის ორგანოს 2009 წლის 5 ნოემბრის შემდეგ მიმართეს. შედეგად, დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა ნაწილი იღებს საყოფაცხოვრებო სუბსიდიას საპენსიო ასაკის მიუხედავად და მეორე ნაწილი მის მიღებას მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეძლებს. სახალხო დამცველის აზრით, აღნიშნული შეზღუდვა დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი უკვე წლებია მოითხოვს ამ დისკრიმინაციული წესის გაუქმებას. საკითხი არაერთხელ მოხვდა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში. იგი ასევე, გაიზიარა საქართველოს პარლამენტმაც და 2018 წლის 19 ივლისის N3148-რს დადგენილებით მთავრობას საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებთა გათანაბრება დაევალა. მიუხედავად პარლამენტის დავალებისა, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ამ მიმართულებით თანხის განსაზღვრა არ იგეგმება, რის გამოც საქართველოს სახალხო დამცველმა გადაწყვიტა მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით დამტკიცებული წესის გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სამხედრო პირთა უფლებების დაცვას და მისი რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)