|
2015-06-12 15:23:16, 787 ნახვა
ეკონომიკა
დავით ონოფრიშვილი: მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებისთვის მოუმზადებელია
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის შეფასებით, მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებისთვის მოუმზადებელია. ონოფრიშვილის თქმით, ხარჯები დროულად უნდა შემცირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ხარჯის გაწევა მოხდება. „მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ, არის დავა, რა შეამცირონ. ამასობაში დრო გადის. ბევრი ხარჯი იქნება გაწეული და 6 თვის შემდეგ შესამცირებელი ძალიან ცოტა იქნება. ამიტომ მთავრობა ამისთვისაც მოუმზადებელი იყო. კიდევ ერთი კვირით გადაიგდო გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ვიღაცას არ უნდა შემცირება, ვიღაცას უნდა. ფაქტია, რომ მთავრობაშიც და საზოგადოებაშიც უნდა იყოს ერთობლიობა, როდესაც გიჭირს უნდა შემოიჭირო ქამრები, ამას ბევრი გადადება არ უნდა. განაცხადეს, რომ სოციალურ ხარჯს არ შეეხებიან, არც ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ უნდა შეეხონ. კეთილი ინებონ და მოიკლონ ადმინისტრაცული ხარჯები, რასაც აპირებენ კიდეც, თუმცა ჯერ ვერაფერი ვნახეთ კონკრეტული დაწერილი ქაღალდზე“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)