|
2018-11-05 19:41:30, 1161 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთის ანხვეის პროვინციის ლოგისტიკური ცენტრი ქართულ პროდუქციას 3 წლით უსასყიდლოდ დაეთმობა
საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ჩინეთის ანხვეის პროვინციაში განლაგებული ლოგისტიკური ცენტრით სამი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს, - ურთიერთგაგების მემორანდუმი ამ თემაზე ქართულ მხარესა და Anhui ANZ Food Limited-ს შორის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოს საშუალებას აძლევს ისარგებლოს როგორც პროდუქციის საგამოფენო სივრცეებით, ისე სასაწყობე, ლოგისტიკური, მარკეტინგული და სარეალიზაციო სერვისებით. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ხელი ჩინეთის Anhui ANZ Food Limited-ის თავმჯდომარე სია იანმა და საქართველოს “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მოაწერეს, ინდუსტრიული პარკის პროექტში თანამშრომლობასაც მოიცავს. ინდუსტრიული პარკი იმპორტის ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც პროდუქციის იმპორტის ხელშეწყობისა და მარკეტინგის მიმართულებით 2019 წლიდან იმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)