06:44 - 10 Oct, 2026
|
2018-11-05 17:29:11, 985 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 11 წლის გოგონას ეძებენ
სოციალურ ქსელ Facebook-ში, თბილისში 11 წლის ელენე გიორბელიძეს დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ელენე გიორბელიძე დღეს დილით, 9-ის ნახევრისთვის გავიდა სახლიდან. ბავშვის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა სამართალდამცველებს უკვე მიმართა. "დღეს დილით სახლიდან გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა ელენე გიორბელიძე 11 წლის, აცვია ნაცრისფერი მანტო, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი. ცხოვრობს ჩუღურეთის ტერიტორიაზე. თუ ვინმემ რამე შეიტყვეთ შეგვეხმიანეთ ამ ნომერზე 593 95 85 89 ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ!!!! ბავშვი სახლიდან გასვლის შემდეგ არავის უნახავს, არ ყოფილა სკოლაში", - ნათქვამია ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიცია სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს და ბავშვი ჯერჯერობით ნაპოვნი არაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)