|
2015-06-12 14:33:17, 686 ნახვა
ეკონომიკა
ჰენრი კერალი: საქართველოს მენეჯმენტი გაცვლით კურსთან მიმართებაში რეგიონში საუკეთესო იყო
საქართველოს მენეჯმენტი გაცვლით კურსთან მიმართებაში რეგიონში საუკეთესო იყო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური მიმოხილვის კომენტირებისას განუცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ საგარეო შოკებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავი კარგად გაართვა. კერალის განცხადებით, მსოფლიო ბანკი საქართველოში დადებით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. „ჩვენი პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 2-3 %-ის ფარგლებში იქნება. ეს რეალური პროგნოზია. საქართველოს მაკროეკონომიკური ჩარჩო, მისი მენეჯმენტი უცხოურ ვალუტასთან გაცვლით კურსთან მიმართებაში საუკეთესო იყო რეგიონში. ჩვენ ველოდებით, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა დადებითი იქნება, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ზრდა ნეგატიური იქნება“, - განაცხადა ჰენრი კერალიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)