|
2018-11-04 13:21:42, 1078 ნახვა
საზოგადოება
პარამედიკოსების მეოთხე ჯგუფის მომზადება დასრულდა
გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის პარამედიკოსების მომზადება გრძელდება. წარმატებულ კურსანტებს დღეს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა. პარამედიკოსები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში გაიგზავნებიან და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებენ. ამ დროისთვის, უკვე პარამედიკოსთა ოთხი ჯგუფი მომზადდა. ამავდროულად, ახალი ნაკადის მიღება გრძელდება. აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩევიან, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გადიან. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედის. გადამზადების შემდეგ მათ განმეორებითი გამოცდა უტარდებათ, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სერტიფიკატები გადაეცემათ და სასწრაფოს რაიონულ სამსახურში ნაწილდებიან. პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. NS
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)