|
2018-11-03 14:21:19, 1214 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ ვაშაძე პატრიარქს შეხვდა
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი საკითხები საპრეზიდენტო არჩევნები და კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროეტი იყო. გრიგოლ ვაშაძის თქმით, პატრიარქის თხოვნაა, რომ საქართველოში ოპოზიცია დევნის ობიექტი არ იყოს. "უწმინდესის ყოველი სიტყვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უპირველესყოვლისა ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა. რაც შეეხება იმ ბოდვით „კანონპროექტს“, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჰქონდა და რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა, ეს ბრძოლა გასაგრძელებელია. ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, იმიტომ რომ არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%-იან მოგებაზე, როგორც თვითონ ამბობს, უარს იტყვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც არ ექნება ადგილი არც სიტყვიერ შეურაცხყოფებს, არც ფიზიკურ დაპირისპირებებს და არც იმისთანა ამაზრზენ ინციდენტებს, რომელიც კასპში, მარნეულში და ახალქალაქში მოხდა. ასეთივე ინციდენტი მოხდა ვაზისუბანში. უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენ დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმებზე. მისი თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს აღარ უნდა იყოს განდევნის ობიექტი, დატერორების და დევნის საგანი და აუცილებლად უნდა გადაიქცეს როგორც ყველა ჩვენ ნორმალურ, დემოკრატიულ მოკავშირე ქვეყანაში, ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს ხელისუფლებას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)