|
2018-11-01 16:06:57, 1103 ნახვა
საზოგადოება
ვაშაძე: ახალქალაქში დაპირისპირების დროს, შტაბის კიდევ ერთი წევრია ნაცემი
„ახალქალაქში დაპირისპირების დროს, ნაცემია შტაბის კიდევ ერთი წევრი, მას ნეკნები აქვს დამტვრეული“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა. ვაშაძის თქმით, დაშავებულმა დაშინების გამო, მასზე თავდასხმის ფაქტი დამალა. „ჩვენთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ ახალქალაქში დაპირისპირების დროს კიდევ ერთი ადამინი არის ნაცემი, ბატონი ჩომარიანი, ის ახლა იმყოფება ახალქალაქში. ჩვენი ინფორმაციით, მას აქვს ნეკნები დამტვრეული, იქიდან გამომდინარე, რომ ის დააშინეს და მასზე იყო ზეწოლა, დამალა ეს ფაქტი. მის ცემაში, ჩვენი ინფორმაციით, ასევე უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ენზელ მკოიანი. ეს არის ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება, ეს არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ჩვენ ახლა ვქმნით ექსპერტ-კრიმინიალისტების, გამომძიებლების და ადვოკატბის ჯგუფებს, რომლებიც მოგვეხმარებიან მსგავსი საქმეების გამოძიებაში. რამდენიმე ჯგუფი უკვე გვყავს, მაგრამ გვჭირდება დამატებითი ჯგუფი ახალქალაქში, რადგან ახლა მიმდიანრეობს მტკიცებულებების გაყალბება, ადამიანებზე ზეწოლა“, - განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, ახალქალაქში 30 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს, აშოტ რაისიანს და შტაბის რამდენიმე წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომხდარში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა დაადანაშაულეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)