|
2015-06-12 11:23:56, 812 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველი რეკომენდაცია განსაკუთრებით ყურადსაღებია
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას განსაკუთრებით ყურადსაღებია“,- ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა სავალუტო ფონდის ეკონომიკურ მიმოხილვასთან დაკავშირებით ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. აბაშიშვილის თქმით, სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე კრიზისულ ვითარებაშიც კი როგორიც იყო 2008- 2009 წლებში ორმაგი ეკონომიკური კრიზისი. ყველაზე მნიშველოვანი დახმარება სწორედ სავალუტო ფონდმა აღმოგვიჩინა. ვფიქრობ განსაკუთრებით გასაფრთხილებელია მათთან ურთიერთობა, ამავდროულად განსაკუთრებით ყურადსაღებია მათი ყოველი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს საქართველოს ეკონომიკურ განვითრებას. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებიოთ, რომელიც ფონდის კომპეტენციის არეალში მათ შორის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში იყოს გათვალისწინებული“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)