07:05 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 11:38:56, 1206 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა,  რომ ი.მ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით  -  0,01522  გრ.  ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. ასევე მან სხვა პირთან ერთად უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით -  2,115058 გრ.  ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ქ.ბათუმში  ამოიღეს.

„ი.მ. 2018 წლის 20 თებერვალს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და ''ბ'' ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ''ა პუქნტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა. მას  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის  საქალაქო სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics