|
2015-06-11 13:06:23, 795 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრს ხარჯების შემცირების კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით, მინისტრებთან კონსულტაციების გავლა დაევალა
ჯერჯერობით უცნობია, ჯამში რა რაოდენობით შეამცირებს იუსტიციის სამინისტრო ხარჯებს. უწყების ხელმძღვანელის თეა წულუკიანის განცხადებით, კონკრეტულ ციფრებზე შეთანხმება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით, მინისტრებთან კონსულტაციების გამართვა დაევალა. "მოცულობაზე დღეს ვერ შევთანხმდით იმიტომ, რომ ყველა მინისტრს სჭირდება, ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდეს ნოდარ ხადურს და გაიაროს მასთან კონსულტაცია. ყველას გვაქვს კითხვები. აქედან გამომდინარე, მან მიიღო დავალება,რომ კონსულტაციები გამართოს მინისტრებთან კონკრეტულ ციფრებთან, მაგრამ ის, რაც მე ვიცი უკვე ჩემთან დაკავშირებით, რაც უკვე ვიცი, რომ უნდა გამოვყო თანხები, ეს გითხარით, შეიძლება ეს თანხები გაიზარდოს",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)