|
2018-10-26 13:45:44, 1545 ნახვა
საზოგადოება
ეკა გიგაური: ჩემზე თავდასხმა მიმდინარეობს - ამის უკან მშიშარა კაცები დგანან
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, მასზე თავდასხმა გრძელდება. როგორც გიგაურმა აღნიშნა, "ამის უკან დგას მთავრობა და მშიშარა კაცები". „დღეს დილიდან კიდევ გააქტიურდა ჩემზე თავდასხმები, რომელსაც აქვს ძალიან შეურაცხმყოფელი ხასიათი. მე მინდა გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ კამპანიის უკან დგანან მშიშარა კაცები და ამ შეურაცხყოფას აკეთებენ იმისთვის, რომ მე გავჩერდე და არ ვილაპარაკო და საერთაშორისო გამჭვირვალობა არ იყოს აქტიური. მე მათ მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ და თუ რაიმე კითხვები აქვთ ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, პირადად მელაპარაკონ, მე ამის არ მეშინია და სამწუხაროა, რომ ისინი არიან მშიშრები და იმალებიან დაფინანსებული კამპანიის უკან“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)