|
2018-10-26 13:45:01, 684 ნახვა
საზოგადოება
7-9 ნოემბერს მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი, DataFest Tbilisi გაიმართება
7-9 ნოემბერს თბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი, DataFest Tbilisi გაიმართება. DataFest Tbilisi-ზე ჩამოდიან სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა Google Cloud, Facebook, Amazon, Zalando და 30 სხვა. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ ჩატარებულა. DataFest Tbilisi-ს სხვადასხვა ქვეყნიდან 500 მონაწილე ეყოლება: ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ. ღონისძიება უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას: (1) მონაწილეები პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლებს მოისმენენ, (2) მეორე დღეს ამავე ექსპერტებისგან თემატურ სემინარებზე უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან მათთვის საინტერესო საკითხებს და (3) მესამე დღეს datathon-ებზე უკვე პრაქტიკაში გაატარებენ იმ ცოდნას, რაც პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს. წლევანდელი ფესტივალი 6 თემას მოიცავს:
დამატებითი ინფორმაცია DataFest Tbilisi-ისა და წლევანდელი სპიკერების შესახებ: DataFest Tbilisi 2018-ის ორგანიზატორები არიან ForSet • ფორსეტი და Data Science Tbilisi, პარტნიორებთან ერთად: Prague Civil Society Centre, Eastern Partnership Civil Society Facility, Zalando, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, Fintech.ge, Exactpro Systems, Check in Georgia, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration, RStudio, DW Akademie, FLEX Program, რადიო შოკოლადი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)