|
2018-10-25 20:30:25, 1498 ნახვა
საზოგადოება
პირი, რომელმაც ქუთაისი-ვარშავას ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა, დადგენილია
პირი, რომელმაც აეროპორტში დარეკა და ქუთაისი-ვარშავას რეისის ბორტზე ბომბის შესახებ განაცხადა, დადგენილია, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან" აცნობეს. "დადგენილია ზარის ავტორი და გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, ავიაკომპანია "Wizzair"-მა მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისი-ვარშავას ავიარეისი ნომრით W6 1576 დაფრენილიყო ბუქარესტის აეროპორტში და საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად, ხომალდს ჩატარებოდა დამატებითი შემოწმება", - ნათქვამია გაერთიანების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „WizzAir“-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალურად დაეშვა. ექსტრემალური დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა. როგორც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" განცხადებაშია ნათქვამი, თვითმფრინავი უკვე შემოწმდა და მის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)