|
2018-10-25 19:18:12, 1136 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში პროექტის „ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი“ პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში , EU/UNDP-ის ინიციატივითა და COBERM-ის მხარდაჭერით, ოკუპირებილ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის განხორციელებული ჰუმანიტარული სამედიცინო პროექტის „ ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე სსიპ "ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ პროექტის შედეგებსა და განსაკუთრებული მიღწევებზე ისაუბრა. პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, COBERM-ის ხელმძღვანელი ირინა ლიცეკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის ა/რ ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო -სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ამირან დოლიძე, იმერეთის რეგიონული სავაჭრო -სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ემზარ ღვინიანიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ექიმები , ეთნიკური ოსები, აფხაზები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი განხორციელებულია ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“–ს მიერ და მისი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)