|
2015-06-11 12:37:31, 706 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: რეგიონში სხვებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს
თუ გადახედავთ ჩვენს მეზობლებში არსებულ ვითარებას, გაცვლით კურსთან ან ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, ნახავთ რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა რომ არ ვართ ამით კმაყოფილი, მდგომარეობა სხვებთან შედარებით უკეთესია,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა. ხადურის განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა რეგინში არსებული სიტუაციით არის გამოწვეული. "გარე ფაქტორებისგნ არის გამოწვეული, რომ შემცირებულია ექსპორტი და ინვესტიციები. საქართველოს ეკონომიკაზე გავკენა მოახდინა რეგიონში მმდინარე ფაქტოებმა, რაც აღნიშნა ყველა ექსპერტმა, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ გადახედავთ ჩვენს მეზობლებში არსებულ ვითარებას,გაცვლით კურსთან ან ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, ნახავთ რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა რომ არ ვართ ამით კმაყოფილი, მდგომარეობა სხვებთან შედარებით უკეთესია",- განაცხადა ხადურმა. ამასთან, ხადური ბიუჯეტის კორექტირებასაც გამოეხმაურა და კვლავ აღნიშა, რომ სოციალურ პროექტებს ბიუჯეტის შემცირება არ შეეხება. "შემცირდება ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები. სიციალური პროექტები არ შემცირდება, მათ შორის არ შემცირდება ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით პრაქტიკულად არც ერთი, არც ერთი პროექტი",- აღნიშნა ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)