|
2015-06-11 09:57:47, 726 ნახვა
ეკონომიკა
საუდის არაბეთის პრინცი საქართველოში დელეგაციას გამოაგზავნის, რომელიც ინვესტიციების განსახორციელებლად პროექტებზე იმუშავებს
საუდის არაბეთის პრინცი, საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას იწყებს და ამ მიზნით, სპეციალურ დელეგაციას თბილისში, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდი უახლოეს მომავალში გამოაგზავნის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიოში ცნობილი და გამორჩეული ბიზნესმენის, საუდის არაბეთის პრინცის სტუმრობა საქართველოში, ნდობის კიდევ ერთ დადასტურებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საკმაოდ ძლიერ გზავნილს შეიცავდა. „პრინცი აპირებს, უახლოეს მომავალში გამოაგზავნოს დელეგაცია, რომელიც საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას დაიწყებს. ეს არის ძალიან ძლიერი და პოზიტიური გზავნილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)